logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში „ტამიფლუს“ საკმაოდ დიდი პარტია შემოდის
- +

10 იანვარი. 2019. 11:59

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ დეფიციტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით დეფიციტში არაა, რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი.

 

„აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში „ტამიფლუს“ საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner