logo_geo
eng_logo
ინფექციურმა საავადმყოფომ 1 იანვრიდან დღემდე წითელათი დაავადებული 60-ზე მეტი პაციენტი მიიღო
- +

10 იანვარი. 2019. 12:23

 

ინფექციურმა საავადმყოფომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ინფექციით დაავადებული 60-ზე მეტი პაციენტი მიიღო.

 

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ პირველ არხს განუცხადა, წითელათი ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის ასაკი 20-დან 40 წლამდეა.

 

„ამ ეტაპზე, წითელას მომეტებული რაოდენობაა. მხოლოდ ჩვენი სტაციონარი იღებს წითელათი ინფიცირებულებს, ამისთვის ორი განყოფილება ფუნქციონირებს და შესაბამისად, გრიპით ინფიცირებულთა მიღება მეტ-ნაკლებად შეზღუდული გვაქვს.

პირველი იანვრიდან დღემდე წითელათი 60 პაციენტზე მეტი მივიღეთ. პრევალირებს 20-40 წლამდე ასაკი, თუმცა არიან ბავშვებიც და მოზრდილებიც“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner