ინფექციურმა საავადმყოფომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ინფექციით დაავადებული 60-ზე მეტი პაციენტი მიიღო.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ პირველ არხს განუცხადა, წითელათი ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის ასაკი 20-დან 40 წლამდეა.
„ამ ეტაპზე, წითელას მომეტებული რაოდენობაა. მხოლოდ ჩვენი სტაციონარი იღებს წითელათი ინფიცირებულებს, ამისთვის ორი განყოფილება ფუნქციონირებს და შესაბამისად, გრიპით ინფიცირებულთა მიღება მეტ-ნაკლებად შეზღუდული გვაქვს.
პირველი იანვრიდან დღემდე წითელათი 60 პაციენტზე მეტი მივიღეთ. პრევალირებს 20-40 წლამდე ასაკი, თუმცა არიან ბავშვებიც და მოზრდილებიც“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.