logo_geo
eng_logo
ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
- +

10 იანვარი. 2019. 13:47

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის  საქალაქო სასამართლოს  2018 წლის 1 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ოჯახში ძალადობისთვის გ.ბ.  დამნაშავედ იქნა ცნობილი. 

 

„სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისში გ.ბ-მ ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილისა და ასევე არასრულწლოვანი დის თანდასწრებით  სცემა, ხოლო მეუღლის მამას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.

 

გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მეორე ნაწილის  „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner