logo_geo
eng_logo
ილია მეორემ მტკვარში დამხრჩვალი მღვდელ-მონაზონ ბასილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
- +

22 მაისი. 2016. 15:08


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპოსკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელ-მონაზონ ბასილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელ-მონაზვნის ცხედარი, რომელიც გუშინ მტკვარში იპოვეს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.



თქვენ იცით, რომ ჩვენ გვეწვია დიდი მწუხარება - მანქანით მტკვარში გადავარდა ჩვენი მღვდელ-მონაზონი ბასილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული",- ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, რის შემდეგაც მიცვალებულისთვის პანაშვიდის გადასახდელად წმინდა ილიას ტაძარში გადაინაცვლა.



მაშველებმა მტკვარში ავტომანქანა და მამა ბასილის ცხედარი გუშინ იპოვეს. როგორც ავტომობილი, ისე ცხედარი მდინარიდან გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის ამოიყვანეს. ავტომანქანას, რომელსაც სასულიერო პირი მართავდა, მტკვარში 17 მაისის შემდეგ ეძებდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner