ზუგდიდში, კორცხელში, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის ნიკა მელია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. მოსახლეობის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ხალხთან შეხვედრისა და გასაუბრების მორალური უფლება არ აქვს.