logo_geo
eng_logo
„ლეილა სამეგრელოს ვარსკვლავი”- გამოიცა ნიუ-ირკში, ინახება ბრიტანეთში, ფილმი გადაიღეს ინდოელებმა
- +

10 იანვარი. 2019. 20:11

ისტორიკოსი, პროფესორი და ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, სადაც საქართველოზე დაცულ უნიკალურ წიგნებსა და მასალებს სწავლობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ამერიკული გემის კაპიტნის, სმიტის საჩუქარი ბრიტანულ ბიბლითეკას.

 

 

“როგორც მოსალოდნელი იყო ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში სასწაული მასალა ინახება ჩვენი ქვეყნის შესახებ, აჰა ბატონო ერთი მაგალითი: ამერიკული გემის კაპიტნის სმიტის საჩუქარი ბიბლიოთეკას, წიგნი სახელად „Leila or The star of Mingrelia“ . არც მეტი არც ნაკლები, გამოცემული ნიუ იორკში 1860 წელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს რომ ეს უნიკალური შანსი მომცა ” – წერს გიორგი კალანდია.

 

მეორე დღეს, მუშაობის გაგრძელებისას კი აღმოაჩინა, რომ ამ ნაწარმოებზე ფილმი გადაიღეს ინდოელებმა.

 

“მოკლედ სულ კაი ამბებია! გუშინ ჩემთვის უცნობი ნაწარმოები „ლეილა სამეგრელოს ვარსკლავი“ ვიპოვე ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, დღეს ჩემმა მეგობარმა მურატ ცინცაძემ კი გაარკვია რომ ამ ნაწარმოების მიხედვით 1931 წელს ინდოელებს ფილმი გადაუღიათ, აჰა დასტურად აფიშაც! აი რა შორს წავიდა თურმე ჩვენი მეგრელი ლეილა, ჩვენ კი ქართველებმა რამდენი რამ არ ვიცით, რამდენი რამ თავიდან გვაქვს აღმოსაჩენი…” – წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner