logo_geo
eng_logo
ელექტროშოკით ქალზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს
- +

10 იანვარი. 2019. 21:06

 

მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკით ქალზე ძალადობის ფაქტზე შსს–მ 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 30 დეკემბერს მოხდა.

 

დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.

 

პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მუხიანში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ .- 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტროშოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137- მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner