logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: სერგო ბატონო ლევანის სახელს რომ ახსენებ პირი კარგად გამოირეცხე!
- +

10 იანვარი. 2019. 22:58

 

იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს პასუხობს. როგორც მეთოფიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, დეპუტატი ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებს. აღნიშნულ განცხადებას facebook-ის პირად გვერდზე „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ეხმაურება.

 

„სერგო ბატონო ლევანის სახელს რომ ახსენებ პირი კარგად გამოირეცხე... ხომ არ დაგავიწყდათ როგორ გაგვასამართლეთ თქვენ და გვრიტიშვილმა პარლამენტიდან 30 მეტრის დაშორებით აქციის გამართვისთვის მაშინ, როდესაც კანონში მანიფესტაციების შესახებ (შეზღუდვის მაქსიმუმი) 20 მეტრი ეწერა... თან დაკავების ოქმშიც 30 მეტრი ეწერათ ნაცების ჯალათებს და თქვენც რის ჯალათი მოსამართლე იყავი თუ არ გაიმეორებდი მაგ სისულელეს? დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას რომ გვაბრალებდა ზონდერთა ჯგუფი, შენ რატომ გვითხარი უარი დაკავების კადრების ნახვაზე? უარი რატომ გვითხარით დაკავების შემსწრე ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების დაკითხვაზე? რატომ არ გაინტერესებდათ სიმართლის დადგენა და რატომ გჯეროდათ მხოლოდ სააკაშვილის რეპრესიული მილიციის?

იმიტომ რომ თქვენც ისეთივე „ანგელოზები“ იყავით და რასაც გისმენთ კი არ შეცვლილხართ, უფრო დიდ ნაძირლებად ჩამოყალიბებულხართ ამასობაში...“ - წერს დაჩი ცაგურია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner