logo_geo
eng_logo
კომპოზიტორი მანანა იმედაძე გარდაცვლილი რძლის შესახებ განცხადებას ავრცელებს
- +

10 იანვარი. 2019. 23:17

 

22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა. კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით დაიღუპა. სალომე რეანიმაციაში ერთი კვირის მანძილზე იწვა და უგონო მდგომარეობაში გახლდათ.

 

სალომე ქემაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გარდაცვლილ გოგონას H!N1 ვირუსის პარალელურად მძიმე დაავადება სჭირდა, რის გამოც გარდაიცვალა. მანანა იმედაძე ამას კატეგორიულად უარყოფს.

 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის – ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!“

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner