logo_geo
eng_logo
იაშვილის კლინიკაში გრიპის დიაგნოზით მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაცია შემცირდა
- +

11 იანვარი. 2019. 12:06

იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვისაც წელს H1N1 ვირუსი შეხვდა, ის ამ ტიპის ვირუსისგან მომავალ წელსაც დაცულია, ვინაიდან მასზე უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ამასთან, ჩხაიძემ მედიას იაშვილის კლინიკაში ბავშვებში გრიპის ვირუსის გავრცელების თაობაზე კლინიკის ბოლო ორი კვირის სტატისტიკა წარუდგინა, რომლის თანახმადაც დეკემბრის ბოლო კვირას საავადმყოფოს 483-მა პაციენტმა მიმართა, იანვრის პირველ კვირაში კი - 405-მა.

 

აქედან საავადმყოფოში დეკემბრის ბოლო კვირას 205 პაციენტი მოთავსდა, იანვრის პირველ კვირას კი - 160.

 

32 პაციენტს ჰქონდა თანმდევი ფილტვების ანთება დეკემბრის ბოლო კვირას, იანვრის პირველ კვირაში კი ეს მაჩვენებელიც შემცირდა 20-მდე.

 

კლინიკის დირექტორის განცხადებით, არ შეცვლილა მძიმე შემთხვევების რაოდენობა და კრიტიკული მედიცინის ექიმებთან სამი პაციენტი მკურნალობს, თუმცა მათგან ორი ხვალ სხვა განყოფილებაში გადავა.

 

ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ გრიპის ვირუსის ტალღა თებერვალში განმეორდეს, ვინაიდან ასეთია სურათი ბოლო რამდენიმე წლის დაკვირვებით.

 

ბოლო ინფორმაციით, დადასტურებულად საქართველოში H1N1 ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner