logo_geo
eng_logo
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გრიპის გართულებით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
- +

11 იანვარი. 2019. 13:43

 

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გრიპის გართულებით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

 

24 წლის ახალგაზრდა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იყო მოთავსებული.

 

როგორც პირველ არხს „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განუცხადა, პაციენტი H1N1 ვირუსით დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

მისი თქმით, ახალგაზრდამ სამედიცინო ცენტრს დაგვიანებით მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner