logo_geo
eng_logo
ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
- +

11 იანვარი. 2019. 14:00

 

 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

 

„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner