logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ყველაზე უმნიშვნელოა, გამრიცხავენ თუ არ გამრიცხავენ, შემაქებენ თუ მედალს ჩამომკიდებენ
- +

11 იანვარი. 2019. 14:03

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი შექმნის სასამართლოს მომავალს.

 

„ჩვენ ვუპირისპირდებით პროცესს, სიას, ამ ქვეყანაში სასამართლოს მომავლის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. პროცესი უკვე არის პარლამენტს გარეთ გასული. პროცესის თანამონაწილეა ჩვენი საზოგადოება. შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ პარლამენტში შევქმნით კარგი სასამართლოს მომავალს. დანარჩენი არის პროცესი და გვაჩვენებს, რა როგორ განვითარდება. ყველაზე უმნიშვნელოა, გამრიცხავენ თუ არ გამრიცხავენ, შემაქებენ თუ მედალს ჩამომკიდებენ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner