საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი შექმნის სასამართლოს მომავალს.
„ჩვენ ვუპირისპირდებით პროცესს, სიას, ამ ქვეყანაში სასამართლოს მომავლის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. პროცესი უკვე არის პარლამენტს გარეთ გასული. პროცესის თანამონაწილეა ჩვენი საზოგადოება. შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ პარლამენტში შევქმნით კარგი სასამართლოს მომავალს. დანარჩენი არის პროცესი და გვაჩვენებს, რა როგორ განვითარდება. ყველაზე უმნიშვნელოა, გამრიცხავენ თუ არ გამრიცხავენ, შემაქებენ თუ მედალს ჩამომკიდებენ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.