logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება
- +

11 იანვარი. 2019. 15:16

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება.

 

„იქნება სიახლეები გადაუდებელ ამბულატორიულ მიღებაში, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებზე ფინანსდებოდა 100 პროცენტით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენზე მცირე თანაგადახდის არეალი რჩებოდა. მოქალაქეებს რომ გავუადვილოთ და ხელი შევუწყოთ, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული. გაზრდილი ავადობის პერიოდში სახელმწიფო იღებს თავის თავზე თანადაფინანსების გადახდასაც, რომელიც გადაუდებელი ამბულატორიის ნაწილშია. სიახლის განხორციელება დაიწყება ხვალიდან, თუმცა, დღესვე სამუშაო რეჟიმში გაგიზიარებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner