საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსი უკვე აქვს, მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური მკურნალობა.
„საბედნიეროდ, ჩვენ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, პირიქით, კლებისკენ მივდივართ. ძალიან საყურადღებოა, ის პაციენტები, ვისთანაც ვირუსის ეს სახეობა განვითარდა, მათ სჭირდებათ დროული, ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ ანტივირუსული პრეპარატი უფასოდ გაიცემოდა რისკ ჯგუფებზე, ნათელი გახდა, რომ სხვა ჯგუფებისთვის „ტამიფლუს“ შეძენა ბარიერს წარმოადგენს და პრეპარატი ხვალიდან ყველასთვის უფასოდ იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.