logo_geo
eng_logo
25 იანვრამდე ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დამატებითი პარტიები შემოვა
- +

11 იანვარი. 2019. 16:45

 

გრიპის ე.წ. კომერციული ვაქცინის მარაგი პრაქტიკულად მთლიანად ამოწურულია. ვაქცინების კომერციული მარაგი რამდენიმე დღეა ამოიწურა იმუნოლოგიის ცენტრში, „ჯიპისის ქსელში“ კი, აცხადებენ, რომ რეზერვებში დარჩენილი 1500 ვაქცინას დღევანდელი აქციის ფარგლებში უფასოდ გასცემენ, რის შემდეგაც ახალ პარტიას შეუკვეთენ.

 

რამდენ ვაქცინას შეიძენს კომპანია, ჯერ  განსაზღვრული არ არის. როგორც „ჯიპისი“-ში პირველ არხს განუცხადეს, დამატებითი ვაქცინები მათ ქსელში 25 იანვრამდე შევა.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იანვარში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი პარტია გახდა საჭირო. იმუნოლოგიის ცენტრში კი, ამბობენ, რომ ვაქცინა მხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის, ჰოსპიტალურ ქსელშია დარჩენილი, ე.წ. კომერციული აცრებისთვის კი, მედიკამენტი ამოიწურა.

 

აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, თუმცა რადგანაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თებერვალ-მარტში H1N1-ის ვირუსის გავრცელების მორიგ ტალღას არ გამორიცხავს, ცენტის წარმომადგენლები მოსახლეობას აცრის  რეკომენდაციას ამ ეტაპზეც აძლევენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner