ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირიპირებას ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ეხმაურება და „ქართულ ოცნებას" მიმართავს:
„ქართულ ოცნებას!"
ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ნუ დაიწყებთ ბოდიშებს, დემოკრატობანას, დაგმობებს და ამგვარ ტაკლი-ტუკლებს!
ეს იყო ხალხის რეაქცია და მიიღეს ის, რაც დამისახურეს! ვინც დასასჯელია, დაისაჯოს! დანარჩენს ჩვენ მივხედავთ! თუ ჯარიმაა, ფულს შევაგროვებთ! თუ ზედმეტი მოგივათ, ვიბრძოლებთ ჩვენი დამოკიდებულების გამომხატველი ადამიანების უფლებებისთვის!", - წერს ხოფერია facebook-ზე.