logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: რუხის საავადმყოფოს რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს
- +

11 იანვარი. 2019. 17:28

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტობის პირველი სამი კვირა შეაჯამა და განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა.

 

„მინდა პრეზიდენტობის პირველი სამი კვირა მოკლედ მიმოვიხილო. ნელ-ნელა ვეჩვევით აქაურ პირობებს და ნელ-ნელა მიდის ის აუცილებელი რემონტი, რასაც აქაური შენობის მდგომარეობა საჭიროებდა. ასევე ვაკომპლექტებთ ჩვენს გუნდს, დაწყებულია ადმინისტრაციის რეორგანიზაცია.

დავიწყეთ რეგიონებში გასვლა და როგორც იცით, პირველი გასვლა იყო სამეგრელოში, ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელიც გადატანილი იქნა თბილისიდან ზუგდიდში. მეორე მხრივ, ვიყავით ენგურის ხიდზე. რაც ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი რუხის საავადმყოფოს დასათვალიერებლად ვიყავი, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. მიმაჩნია, რომ ეს უთუოდ ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ  რაც შეიძლება ჩქარა ამოქმედდეს, რადგან რეგიონისთვის ძალიან  საჭიროა, ასევე ნდობის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი სრული და სწრაფი ამოქმედება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner