logo_geo
eng_logo
„სამთომეტალმა“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს ახალი წელი საჩუქრებით მიულოცა
- +

11 იანვარი. 2019. 19:14

 

 

პროფესიულმა კავშირმა ,,სამთომეტალმა“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს: მეტალურგებს, ელექტრიკოსებს, მდნობელებს, ხარატებსა და ზეინკლებს ახალი წლის დადგომა საჩუქრების გადაცემით მიულოცა.

 

 

პროფკავშირულმა ორგანიზაციამ გასული წლის საუკეთესო შრომითი შედეგის მქონე 70 ფეროელი საყოფაცხოვრებო ნივთებით დაასაჩუქრა.

წარმატებულ ფეროელებს ელექტროღუმელები, მიქსერები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები დაურიგეს – ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის მრჩეველმა, დავით გველესიანმა და პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა, გოგი გოგიაშვილმა. მათ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს საჩუქრებთან ერთად საახალწლო მილოცვებიც გადასცეს.

 

გოგი გოგიაშვილი: ,,სამთომეტალში” ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა – ყოველი წლის დასასრულს ან წლის დასაწყისში საამქროს ხელმძღვანელებთან ერთად შევაჯამოთ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელთა მიღწევები და საუკეთესო შრომითი შედეგების მქონენი წავახალისოთ ფასიანი საჩუქრებით.

ამ მხრივ ეს წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. სწორედ ამ შედეგებმა აჩვენა, რომ ღირსეული თანამშრომლები გვყავს უკლებლივ ყველა საამქროში. ესენი არიან მეტალურგიულ საწარმოში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის ადამიანები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ არა მხოლოდ საკუთარი წარმატებების მისაღწევად, არამედ ქარხნის ტექნიკური თუ ტექნოლოგიური წინსვლისათვის.

მინდა მათ მივულოცო ახალი წლის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში და სრულიად საქრისტიანო სამყაროში, ყველა სურვილისა და მიზნის განხორციელება ვუსურვო.

რაც შეეხება ჩვენს თანადგომას – ყოველთვის საგრძნობი იქნება მათთვის ის, რაც ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა“.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner