გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის დღეს ორ წონით კატეგორიაში გაირკვა საქართველოს ჩემპიონების ვინაობა.
ესენი არიან ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და საჩინო დავითაია (67 კგ).
აღსანიშნავია, რომ 87 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალი ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის, ორთაბრძოლის დასრულებამდე 14 წამით ადრე შეწყდა, როდესაც კობლიაშვილი 2-1 იგებდა. ამის მიზეზი ხალიჩაზე და ტრიბუნებზე მომხდარი არეულობა გახდა.
დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
ხვალ ჩემპიონები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.