logo_geo
eng_logo
ადამიანების 95% სამედიცინო ნიღაბს არასწორედ ატარებს
- +

11 იანვარი. 2019. 20:51

 

 

როგორც ცნობილია, სამედიცინო ნიღაბს მაშინ იკეთებენ, როდესაც მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან თავის დაცვა უნდათ ან იმისთვის, რომ სხვებს არ გადასდონ ვირუსი. მაგრამ, როგორც გაირკვა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, თუ სწორად როგორ უნდა გაიკეთოს ის. შესაძლებელია, ამ ნიღბის მოხმარება პოზიტიურად კი არა, ნეგატიურად აისახოს პირზე, რომელსაც ის უკეთია – ამტკიცებენ ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები.

 

ვისაც ეს ნიღაბი ერთხელ მაინც გამოუყენებია, უთუოდ იცის, რომ მისი შიდა მხარე თეთრია, ხოლო გარედან – ცისფერია. თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადია – თეთრი ფერი შიგნით უნდა იყოს, ხოლო ცისფერი გარეთ. მაშინ შეცდომა რაში მდგომარეობს?

 

გაირკვა, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის: თუ ავად გახდით და არ გინდათ სხვას გადასდოთ, ნიღაბი პირისკენ თეთრი ფერით უნდა გაიკეთოთ ანუ ისე, როგორც აქამდე იკეთებდით – უკუღმა შიგნით, წაღმა გარეთ. მაგრამ, თუ თქვენს სიახლოვეს ავადმყოფი იმყოფება და ვირუსის გადადების საშიშროება არსებობს, მაშინ ნიღაბი უკუღმა უნდა გაიკეთოთ – თეთრი მხარე გარეთ უნდა იყოს, ხოლო ცისფერი პირისკენ!

 

სამედიცინო ნიღბის შიდა (თეთრი) მხარე ფილტრია, რომელიც ვირუსებს გავრცელების საშუალებას არ აძლევს, ხოლო სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავებული ფერადი (ამ შემთხვევაში, ცისფერი) ქსოვილი, ფილტრის გარეშე, არც ისე კარგი დამცავია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner