logo_geo
eng_logo
New York Times-მა ბათუმი 2019 წლის საუკეთესო ტურისტული ადგილების სიაში შეიყვანა
- +

11 იანვარი. 2019. 20:54

 

 

 

New York Times-მა ბათუმი 2019 წლის საუკეთესო ტურისტული ადგილების სიაში შეიყვანა. გავლენიანი ამერიკული გამოცემა მოგზაურებს წელს მსოფლიოს 52 ქალაქის მონახულებას სთავაზობს. მათ შორის ბათუმს 38 ადგილი უკავია.

 

გამოცემის თანახმად, საქართველოს მომხიბვლელი დედაქალაქი - თბილისი, ბოლო ათწლეულებში, ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა, მაგრამ ზღვისპირა ბათუმი, მოგზაურებს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

 

სიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბათუმი, რომელიც უკვე პოპულარულია რუსეთის, ირანის, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეებს შორის, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner