logo_geo
eng_logo
Huawei-ს ერთ-ერთი დირექტორი დააკავეს
- +

11 იანვარი. 2019. 22:03

 

 

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით კომპანია Huawei-ს ერთ-ერთი დირექტორი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია პოლონეთის მოქალაქე მამაკაცი. ვარშავის სასამართლომ დაკავებულებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, პოლონეთის მოქალაქე წარსულში ქვეყნის სპეცსამსახურებში ტელეინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკავებების გამო შეშფოთება გამოთქვა.

 

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა კომპანია Huawei-ს ვარშავის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. BBC-ის ინფორმაციით, ჩინური კანონმდებლობის თანახმად, კომპანიები ვალდებული არიან, მხარი დაუჭირონ ეროვნული დაზვერვის საქმიანობას. Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენგფეი, ჩინეთის არმიის ყოფილი ინჟინერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner