თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში.
„შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.