ქართველი ფეხბურთელი: თავდამსხმელი და ნახევარმცველი, მიხეილ მესხი დღეს 82 წლის გახდებოდა. სპორტის დამსახურებული ოსტატი თბილისის „დინამოსა" და „ლოკომოტივში" თამაშობდა.
1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ფეხბურთელმა 356 ჩატარებული მატჩიდან 76-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
თბილისის ლოკომოტივის სტადიონი სწორედ მის სახელს ატარებს. 2014 წელს კი, მისი სახელობის სტადიონზე მისი ბრინჯაოში ჩამოსხმული ძეგლიც გაიხსნა.