ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელთან დაკავშირებით სტატისტიკა მოიყვანა.
როგორც ირკვევა 2009 წელს გრიპის ვირუსის ავადობის პიკი იყო, კერძოდ მაშინ 100 000 მოსახლეზე დაავადებულთა რაოდენობა 1 550 ადამიანი იყო.
სოციალურ ქსელში მომხმარებელმა Nina Yorke-მ თბილისის ქუჩების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც პირბადით გამოსახული ადამიანები არიან აღბეჭდილნი. აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პირბადიან ადამიანებს ხშირად დაინახავთ.