შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების გამო ათობით ოფიციალურ ვებგვერდს პრობლემები შეექმნა. ამის გამო ზოგიერთ მათგანს „არასაიმედო“ ან „მიუწვდომელის“ სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ BBC წერს.
ჩამონათვალში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, სააპელაციო სასამართლოსა და NASA-ს ვებგვერდები მოხვდა.
აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივ შეჩერება 400 ათასი სახელმწიფო მოხელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარეშე დარჩენას ნიშნავს.
დონალდ ტრამპი მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად $5.7 მილიარდს ითხოვს, რასაც „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან. დაფინანსების შეწყვეტის გამო აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 22 დეკემბერს შეაჩერა. მიზეზი კონგრესში ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული უთანხმოება იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. ამ მდგომარეობის შესახებ ვრცელ სტატიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.