„ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 42 ადამიანი მკურნალობს“, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
როგორც სულხან ორჟონიამ აღნიშნა, 42-დან 13 პაციენტი ბავშვია.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მოზარდს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისათვის, გუშინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 51 პაციენტი მკურნალობდა.