ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც
ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.
შს სამინისტროში ჯერ არ აკონკრეტებენ, ფაქტის გამო არის თუ არა ვინმე დაკავებული.
უწყების ცნობით, დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.