logo_geo
eng_logo
საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ გრიპის საწინააღმდეგო 3000 დოზა ვაქცინა დამატებით შეუკვეთა
- +

12 იანვარი. 2019. 13:30

სახელმწიფო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას დამატებით შეიძენს. ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე ამბობს, რომ აცრა შემოდგომაზე კეთდება და ამიტომ მარაგები ამოწურული იყო, თუმცა, მალე ეს პრობლემა მოიხსნება.

 

„რადგან მოქალაქეების ნაწილმა ახლა გადაწყვიტა აცრის გაკეთება და უტილიზაცია ძალიან მაღალი იყო, შესაბამისად, რეზერვები შემცირდა. ჩვენ შევუკვეთეთ დამატებით 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. შესყიდვის პროცედურები დაწყებულია, მოლაპარაკება გვქონდა მწარმოებელთან და უახლოეს დღეებში ვაქცინა გვექნება ადგილზე. ჩვენი ინფორმაციით ასევე დამატებით კომერციულ ქსელსაც აქვს შეკვეთილი ვაქცინები",- აცხადებს მარინა დარახველიძე.

მისი თქმით, სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში შემოდგომაზე  41 000 ადამიანი აიცრა, კერძო სექტორში კი დაახლოებით 15000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიკეთა აცრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო ხდება. დღეიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner