logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ : „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს!
- +

22 მაისი. 2016. 16:25


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა" სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს



გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აცნობიერებენ, რომ არჩევნებს კორცხელში დიდი უპირატესობით აგებენ, ერთადერთ გამოსავლად კი პროვოკაციების მოწყობასა და არჩვენებისათვის ჩრდილის მიყენებას თვლიან.

 

 

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული" საქართველო მიმართავს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს, რათა არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს", - წერია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner