logo_geo
eng_logo
ვანის რესტორნის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს უფლებამოსილება შეუჩერეს
- +

12 იანვარი. 2019. 14:56

 

„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ“, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება

 

შეგახსენებთ, ვანში, ერთ-ერთ რესტორანში გუშინ სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner