logo_geo
eng_logo
პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
- +

12 იანვარი. 2019. 16:27

 

პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული.

 

„ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთაგან ორი მეხანძრეა და ორი სამოქალაქო პირი. ათი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია“, - განაცხადა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პარიზის ცენტრში ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner