ღორის გრიპის ძირითადი სიმპტომები მოზრდილებსა და ბავშვებში მსგავსია, თუმცა პატარებში ჩნდება ნიშნები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია და რომლებსაც მშობლებმა დაუყოვნებლივ უნდა მიაქციონ ყურადღება. ეს ნიშნებია:
სუნთქვის გახშირება და გაძნელება;
კანის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი);
სითხის მიღებაზე უარის თქმა ან არასაკმარისი რაოდენობით მიღება;'
ძილიანობა და მივარდნილობა;
მეტისმეტი აგზნებულობა;
მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი.
რაც შეეხება მოზრდილებს, მათში საშიში სიმპტომებია:
სუნთქვის გაძნელება;
ტკივილი გულმკერდსა და მუცელში;
უეცარი თავბრუსხვევა;
გონების დაბინდვა;
ძლიერი და უწყვეტი ღებინება.