logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხზე გუნდი იმსჯელებს
- +

12 იანვარი. 2019. 22:51

„გუნდში გვექნება მსჯელობა და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, გარიცხავენ თუ არა „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას. კალაძე მიიჩნევს, რომ სანამ გარეთ გამოვიდოდა კონკრეტული საკითხები, გუნდში უნდა მომხდარიყო მსჯელობა.

 

„გუნდში გვექნება მსჯელობა. თუ რაღაც უთანხმოება, გაურკვევლობა არის კონკრეტულ საკითხებზე, შეიძლება ეს ნორმალურიცაა, როდესაც უმრავლესობის ამხელა შემადგენლობაა, ყველა საკითხზე შეუძლებელია ერთიანი ხედვა, ერთიანი მიდგომა.

 

თუმცა, ვისურვებდი, სანამ გარეთ გამოვიდოდა კონკრეტული საკითხები, გუნდში მომხდარიყო მსჯელობა, გუნდში მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ საკითხზე. შეიძლება, რაღაცაზე ვერ შევთანხმებულიყავით, შეიძლება პირიქით, შევთანხმებულიყავით. ამიტომ, ჩემთვის გარეთ საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვექნება ამაზე მსჯელობა და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner