logo_geo
eng_logo
საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე 240 ადამიანი დააკავეს
- +

13 იანვარი. 2019. 00:38

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციაზე 240 ადამიანი დააკავეს. ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 200-ს პატიმრობა შეუფარდეს. საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ პარიზში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

პარიზში პოლიციამ 120-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა 74 მათგანის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. მათ ბრალად პოლიციის წინააღმდეგ ძალადობა და აკრძალული იარაღის ტარება ედებათ.

 

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა 84 ათასმა ადამიანმა მიიღო. საწვავზე ფასების გაზრდის წინააღმდეგ აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner