logo_geo
eng_logo
სამართალდამცველებმა თბილისში ავტომანქანის ქურდობის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია ერთი პირი
- +

13 იანვარი. 2019. 13:43

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ა.გ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს ვარკეთილში, სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების მიზნით, ავტომობილის საქარე მინა დააზიანა და მანქანის სალონში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner