logo_geo
eng_logo
17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 12 033-მა ამომრჩეველმა მიიღო
- +

22 მაისი. 2016. 17:30


ცესკოს მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 17:00  საათის მონაცემებით 12 033-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.



ცესკო-ს ინფორმაციით, შვიდ საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება სულ 54 314 ამომრჩეველია რეგისტრირებული.



მათივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ გლდანში 17:00 საათის მონაცემებით 11.2 % შეადგინა, გარდაბანში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 26,3%-მა კასპი - 40.3 %-მა, წყალტუბოში -50,4 %-მა, ოზურგეთში -49, 3%-მა ხობში - 44,7%-მა და ზუგდიდში 54,1%-მა.



ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო კომისიებში შეტანილია ათი, ხოლო საუბნო კომისიებში რვა საჩივარი. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჩივრები პროცედურულ უმნიშვნელო ხარვეზებს ეხება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner