logo_geo
eng_logo
აჭარის რეგიონში პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დაიწყო
- +

13 იანვარი. 2019. 19:28

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა აჭარის რეგიონში დაიწყო.

 

უწყების სოციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით მოქალაქეებს რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ქ. ბათუმსა და ქ. ქობულეთში არსებულ შემდეგ ფარმაცევტულ აფთიაქებში:

 

ქ. ბათუმი

 

აფთიაქი „ფარმადეპო“

მის: ინასარიძის ქ. N14

 

აფთიაქი „ჯი-პი-სი“

მის: გორგილაძის ქ. N66

 

აფთიაქი „პე-ეს-პე“

მის: ჭავჭავაძის ქ. N 46

 

აფთიაქი „პე-ეს-პე“

მის: გორგილაძის N 73

 

აფთიაქი „პე-ეს-პე“

მის: ბარათაშვილის N16/18

 

ქ. ქობულეთი

 

აფთიაქი „პე-ეს-პე“

მის: აღმაშენებლის ქ.N 4

 

აფთიაქი „პე-ეს-პე“

მის: აღმაშენებლის ქ.N 159

 

პრეპარატის გამცემი აფთიაქების ჩამონათვალი იზრდება, მოქალაქეს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლია ნომერზე -15 05.

 

ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიღება ფორმა N100-ის საფუძველზე შეუძლიათ აჭარის ა/რ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში:

 

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს;

ორსულებს;

ბავშვებს;

ასაკით პენსიონერებს;

გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებს.

 

საქართველომ ტამიფლუს ახალი მარაგი მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტები 3 მიმართულებით გადანაწილდება, რათა მოქალაქეების წამლით უზრუნველყოფა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner