logo_geo
eng_logo
გვინეის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვაჟს მონის ყოლაში ადანაშაულებენ
- +

13 იანვარი. 2019. 20:39

 

 

ამერიკის ტეხასის შტატში მცხოვრები წყვილი დაადანაშაულეს, რომ მათ 16 წლის განმავლობაში სახლში მონა ჰყავდათ. ამის შესახებ Star-Telegramი იუწყება.

 

ფედერალურმა მსაჯულებმა, რომელთა შემადგენლობაშიც 8 ქალი და 4 კაცია, 57 წლის მოჰამედ ტურეს და მისი მეუღლის, დენის კროს-ტურეს მიმართ წაყენებული ბრალი დაადასტურა, რომლის თანახმადაც, ისინი უცხოელს მალავდნენ და მონობაში ამყოფებდნენ. მათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მოჰამედ ტურე გვინეის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვაჟია. ის ცოლთან ერთად შტატებში 2005 წლიდან ცხოვრობს. მათ საუთლეიქში სახლი 370 ათას დოლარად ჯერ კიდევ 1991 წელს შეიძინეს. მათ ფაქტობრივად, არასდროს უმუშავიათ, მაგრამ აშშ-ში შთამბეჭდავი აქტივები გააჩნდათ.

 

წყვილს 2016 წელს გვინეელმა გოგომ უჩივლა, რომელიც წყვილთან 16 წელი ისე მუშაობდა, რომ მას არ უხდიდნენ და არც სამშობლოში უშვებდნენ. საბოლოოდ მან გაქცევა ყოფილი მეზობლების დახმარებით მოახერხა.

 

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულების ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ გოგო ინტენსიურად იყენებდა სოციალურ ქსელს, ქუჩაშიც თავისუფლად გადიოდა და სამშობლოშიც ხშირად ჩადიოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner