ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ცრემლსადენი გაზის ყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც დაცვის ორი თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ იერუსალიმის პოლიცია იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი შენობის საწყობში მოხდა, სადაც ასეთი ყუმბარები ინახება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შენობიდან ხალხის ევაკუაცია საჭირო არ გახდა. იმისათვის, რომ გაზი სხვა შენობებშიც არ გავრცელებულიყო, კონდიციონერების გამორთვის შესახებ ბრძანება გაიცა.