დღეს კათოლიკური ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას ულოცავს, მის მრევლს კი კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს.