logo_geo
eng_logo
„ზამთრის თასის“ გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა
- +

13 იანვარი. 2019. 21:19

 

 

2019 წლის „ზამთრის თასის“ ფინალურ დაპირისპირებაში თურქეთის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა, რომელმაც საქართველოს ნახევარფინალში პენალტების სერიაში სძლია.

 

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდება კახა კალაძეს ერგო მან ტურნირზე რვა გოლი გაიტანა. საუკეთესო მეკარის ტიტული გიორგი ლომაიამ დაიმსახურა. „ზამთრის თასის“ საუკეთესო ფეხბურთელი კი თურქ ჰასან კამზე გახდა.

 

საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩში უკრაინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

 

დავით პეტრიაშვილის სახელობის სპეციალური პრიზი UEFA-ს გუნდის წარმომადგენელს, ჟან ფრანსუა დომეს ერგო. პრიზი მას დავით პეტრიაშვილის მეუღლემ, ლიკა იოსელიანმა გადასცა.

 

„ზამთრის თასის“ „ეროვნული ლიგის“ გამარჯვებული „ცხინვალია“, რომელმაც ფინალში „დინამო თბილისის“ 19 წლამდელთა გუნდი 3-1 დაამარცხა. საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ლევან ქურდაძე გახდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner