ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოებამ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმის რეიტინგი შეადგინა. სიის სათავეში დევიდ ლინის 1962 წელს გადაღებული ფილმი „ლოურენს არაბი“ მოხვდა.
მეორე ადგილზეა რიდლი სკოტის „სამართებელზე მორბენალი“, მესამეზე კი - ფრენსის ფორდ კოპოლას „აპოკალიფსი დღეს“.
პირველ ათეულში მოხვდნენ ფილმები: „მოქალაქე კეინი“, „ნათლიმამა“, „ცოფიანი ხარი“, „კონფორმისტი“, „მკის დღეები“, „2001 წელი: კოსმოსური ოდისეა“, „ფრანგი მეკავშირე“, „ქარწაღებულნი“.