logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნის დახურვის შემდეგაც გაგრძელდება პროვოკაციები
- +

22 მაისი. 2016. 19:03


კახი კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" ზოგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომლებსაც კონკრეტულად ხელმძღვანელობენ გიგა ბოკერია და  ბეჟაშვილი.


როგორც კახი კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო პროვოკაციის განხორციელება.


მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობას" განზრახული აქვს სოფელ კორცხელში არჩევნების ჩაშლა. „ნაციონალურ მოძრაობას" ჩაყვანილი ყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომლებსაც კონკრეტულად ხელმძღვანელობენ გიგა ბოკერია და ბეჟაშვილი", - განაცხადა კახი კალაძემ.


მისივე თქმით,  აქვს ფოტოსურათები ზონდერ პიროვნებებზე, რომელსაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.


გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნის დახურვის შემდეგაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აყვნენ არავის და არ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის" გეგმის მიზეზი. ამჯერად მოდის შეტყობინებები, რომ ადამიანებს არ აცლიან ადგილზე მუშაობას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს", - განაცხადა კახი კალაძემ.


კალაძემ  მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, ადგილზე აღკვეთონ ყველა სახის პროვოკაცია და დაპირისპირება.


როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, მინდა მოვუწოდო შესაბამის ორგანოებს, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს, ადგილზე აღკვეთონ ნებისმიერი სახის დაპირისპირება,  გამოავლინონ თითოეული ის პირი, ვინც პროვოკაციებს აწყობს. დაიცვან ამომრჩევლები და უზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა", -  განაცხადა კახი კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner