logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანას მივესალმები
- +

14 იანვარი. 2019. 00:52

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანას მიესალმება.

 

.. ფეიქ ნიუსები ბევრ ევროპულ ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს და მას ბევრი განვითარებული ქვეყანა ებრძვის. საფრანგეთმა, მაგალითად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. გერმანიაც მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ , - განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, საჭიროა არასამთავრობო სექტორის ჩართულობით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და მოხდეს ცვლილებების განხორციელება.

 

სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა, რომ ცილისწამების შესახებ მიღებული უნდა იყოს ისეთი კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner