logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვაპატიე მათ, ვინც ქვას მესროდა, მაგრავ არ ვაპატიებ მათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას!
- +

22 მაისი. 2016. 19:18


მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრავ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას!",- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.



მისი თქმით, როგორც რიგით მოქალაქეს, მას ძალიან კარგად ახსოვს, რას ნიშნავს, როცა ქვას ესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.


 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ყოველგვარი აგრესია და ძალადობა საარჩევნო პროცესში. სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" სოფელ კორცხელში მაინც შეძლო პროვოკაციის მოწყობა. მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა.

 

 

ამჯერად, მოდის შეტყობინებები, რომ მედიას არ აცლიან ადგილზე მუშაობას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება, გამოავლინონ თითოეული ის პირი, ვინც ქვას ისვრის ან სხვა სახის პროვოკაციებს აწყობს, მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი, საარჩევნო უბნები და უზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა! მინდა აქვე დავამატო პირადად ჩემგან , როგორც  რიგითმა მოქალაქემ, მე ძალიან კარგად მახსოვს, რაც არის, როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე, რომ მსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერასდროს გაიმეოროს „ნაციონალურმა მოძრაობამ", მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას- არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის" სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი დემოკრატიული და ცივილური არჩევნები ჩვეულებისამებრ ძალადობის და უკანონობის პოლიგონად გადააქციონ. მე ვაპატიე იმ ადამიანებს , ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრავერ და არ ვაპატიებ იმათ ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას!",- აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner