დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებლად მოხდება უმრავლესობის შეკრება, სადაც გუნდში არსებულ ყველა პრობლემურ საკითხზე იმსჯელებენ.
„ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე, ყველა პრობლემურ თემაზე, რომელიც გუნდში არსებობს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ყველაფერი, რაც ხდება. პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ურთიერთობები გუნდის შიგნით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ და დასტაბილურდეს სიტუაცია იმიტომ, რომ ჩვენ გვიყურებს ხალხი. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არიან ის ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირა და ხმა მისცა პარტია „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება პირველ რიგში აზიანებს გუნდს, რაც ძალიან ცუდია,“ - განაცხადა კახა კალაძემ.